1. Úvodní stránka
  2. საკურიერო მომსახურება

საკურიერო მომსახურეობა

უჯრედის უსაფრთხოდ ტრანსპორტირების ერთადერთი გარანტი არის ის, რომ თქვენ გაქვთ სრული კონტროლი ტრანსპორტირებაზე.

თქვენი უჯრედების კონტეინერი ჩვენი კურიერის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მთელი ტრანსპორტირების განმავლობაში, რაც გამორიცხავს დაზიანების რისკს.

  1. ჩვენ დავგეგმავთ
    ტრანსპორტირების
    ორგანიზების დეტალებს
  2. ჩვენ დავამუშავებთ
    ყველა
    დოკუმენტს
  3. ჩვენ პირადად
    ჩავიბარებთ
    თქვენს უჯრედებს
  4. ჩვენ მოვამზადებთ
    საბოლოო
    დასკვნას

ტრანსპორტირებული უჯრედების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

რენტგენისგან დაცვა

აეროპორტში ყველა ბარგმა უნდა გაიაროს რენტგენის შემოწმება. ეს ძალიან საშიშია უჯრედებისთვის, შესაძლებელია გამოიწვიოს მათი განადგურება. ამიტომ, ყველა აეროპორტში რომელსაც უჯრედის ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ, ვსარგებლობთ გამონაკლისით და უჯრედები არ გადის რენტგენო შემოწმებას.

ტემპერატურის სტაბილურად შენარჩუნება

სტაბილური ტემპერატურა, ნულს ქვემოთ ითვლება ნიმუშების გადარჩენის კრიტიკულ ზღვრად. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი კონტეინერი აღჭურვილია სპეციალური თერმომეტრით, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურას უჯრედების ტრანსპორტირების დროს. როგორც კი კონტეინერს გადავცემთ კლინიკას, ჩვენ გიგზავნით დასკვნას კონტეინერის ტემპერატურის შესახებ მთელი ტრანსპორტირების განმავლობაში.

გადასატანი კონტეინერის დაცვა გადატრიალებისგან და დაზიანებისაგან

კონტეინერის გადატრიალებამ ან ამობრუნებამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი უჯრედის შეუქცევადი დაზიანება. ამიტომ ჩვენ  ამ რისკს მინიმუმამდე ვამცირებთ, რადგან ის დამცავი ტომარით ინახება ჩვენს კურიერთან (არ ინახება ბარგის განყოფილებაში).

 

Nahoru

დაგვიკავშირდით